ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში გრძელდება

15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გრძელდება. სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნების პირველ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსთან გელა გელაძესთან ერთად, თბილისის 155-ე, 142-ე, და 159-ე საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ეკატერინე დგებუაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნება მიულოცა და ყველას მოუწოდა, ზედმიწევნით დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შენარჩუნების კუთხით მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოების წევრებმა გამოიჩინონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა.

ეკატერინე დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე, რისთვისაც მზადების პროცესი თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში ორი კვირის განმავლობაში  აქტიურად მიმდინარეობდა.

მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის ვიზიტები საჯარო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე