ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის გამარჯვებული პროექტის სამუშაო შეხვედრა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის გამარჯვებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ სამუშაო შეხვედრა გახსნა. ონლაინ რეჟიმში გამართული შეხვედრა საქართველოში უნივერსიტეტების როლის გაძლიერებასა და ხარისხის გაუმჯობესებას მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა ევროკომისიის Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE) კონკურსზე ეროვნული პროექტისთვის, დაიმსახურა უმაღლესი შეფასება და მოიპოვა დაფინანსება.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმატება მიულოცა და საქართველოს უნივერსიტეტებში ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ეკონომიკური წინსვლის პროცესში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ განვითარების ტემპმა და სწრაფად ცვალებადმა სამყარომ მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოებები და მათი საჭიროებები. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოცემულობაში უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი მისია შენარჩუნდეს, განმტკიცდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს. სწორედ ახალმა რეალობამ განაპირობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტრადიციული როლის განსხვავებულად ჩამოყალიბების აუცილებლობა. ცოდნის შექმნისა და ეკონომიკური ცხოვრებისათვის ინოვაციების მნიშვნელობის ზრდამ უნივერსიტეტებისთვის წარმოშვა ახალი როლი – „მესამე მისია“. მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის, ვინაიდან ის მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტების მესამე მისიის – საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის როლის გაძლიერებასა და მისი ხარისხის გაუმჯობესებას, რაც საქართველოს მდგრად სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებას გულისხმობს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება პროექტში, ხელს შეუწყობს პროექტით დასახული მიზნების მიღწევას, მხარს დაუჭერს უნივერსიტეტების როლის გაზრდასა და დემოკრატიული მისიის განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ განხორციელებაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამინისტროს წარმომადგენლები. შემუშავდება პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის მესამე მისიის მნიშვნელობას, შესთავაზებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხედვასა და სტრატეგიულ მიმართულებებს.

სამუშაო შეხვედრაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მახარაშვილმა, საქართველოში Erasmus+ ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა, რვა ქართული და სამი ევროპული უნივერსიტეტის, აგრეთვე, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭოს EFMD (ბელგია) წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე