ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეკატერინე დგებუაძე დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ დიდუბის რაიონის №10, № 22, №116 და №166 საჯარო სკოლები მოინახულეს და მიმდინარე სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ეკატერინე დგებუაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლებში დაბრუნება მიულოცა და სასწავლო პროცესის ბუნებრივ, სასკოლო გარემოში წარმატებით გაგრძელება უსურვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა სკოლის ადმინისტრაციას პანდემიის პირობებში ახალ რეალობასთან უმოკლეს დროში ადაპტაციისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ღირსეულად გაართვეს თავი მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ეკატერინე დგებუაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სკოლებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სტაბილური სასწავლო გარემოს შენარჩუნებისა და სწავლა-სწავლების პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთვის აუცილებელია, სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით დაიცვას სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებასთან დაკავშირებით მინისტრის პირველი მოადგილე სისტემატურად ეცნობა სკოლებში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს და პირადად აფასებს, თუ რა ღონისძიებებია გატარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე