ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე თბილისის №2, №4, №5 და №47 საჯარო სკოლებს ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლების მიერ ვირუსის პრევენციისთვის მიღებული უსაფრთხოების ზომები ადგილზე შეაფასა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლების მონიტორინგი პანდემიის პირობებში შემუშავებული სპეციალური მეთოდით როგორც სამინისტროს, ასევე, რესურსცენტრების მხრიდან სისტემატურად გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, სკოლებს მიეცემა დამატებითი რეკომენდაციები სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ, მე-2 და მე-4 საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, მოსწავლეები მონაწილეობდნენ მუზეუმების ვირტუალურ ტურებში, სკოლებში ჩატარდა მინი-ლექციები, გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა, კინოჩვენება და პანელური დისკუსიები.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე