ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები (2021) და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია (2021) დაამტკიცა.

2021 წელს ძალაში შევიდა ახალი მსოფლიო ანტი-დოპინგური კოდექსი (WADA Code 2021), რომელიც მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ იქნა მიღებული. საქართველოს ანტი-დოპინგური წესები (2021) საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოსა და სამინისტროს თანამშრომლობით, აღნიშნული კოდექსის საფუძველზე და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან შეთანხმებით შემუშავდა.

საქართველო 2003 წლიდან რატიფიკაციის გზით შეუერთდა ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციას“, 2009 წლიდან კი არის „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მხარე.

ზემოთ აღნიშნული ორი დოკუმენტი საქართველომ სწორედ ამ ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში დაამტკიცა.

ბრძანება - საქართველოს ანტი-დოპინგური წესები (2021) და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სიის დამტკიცების შესახებ

აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია დოპინგის სფეროში

საქართველოს ანტი-დოპინგური წესები

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე