ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით აუდიტორიებში გაგრძელდება

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1-ლი მარტიდან დასწრებული ფორმით განახლდება პრაქტიკული სწავლების კომპონენტი, ხოლო 15 მარტიდან მათ მიეცემათ საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა.  ამასთან, სწავლების ფორმატთან დაკავშირებით პროფესიული სასწავლებლების არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად მიიღებენ.

სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ სასწავლებლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა რესურსითა  და ინვენტარით. დაწესებულებების ადმინისტრაცია, პროფესიულ მასწავლებელთა კორპუსი და პროფესიული სტუდენტები სრულ მზადყოფნაში არიან,  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გააგრძელონ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ოპერირების გამოცდილება, ვინაიდან შემოდგომაზე დაწესებულებებში სწავლება პირისპირ ფორმატში მიმდინარეობდა, შესაბამისად, ისინი კარგად არიან მომზადებული არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

1-ლი მარტიდან პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აქტიური მზადება მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო განრიგებისა და ადმინისტრაციული სერვისების შემუშავებაზე, რათა მობილობის მაქსიმალურად შესამცირებლად მოხდეს სტუდენტთა ნაკადების ეფექტური მართვა და პროფესიულმა სტუდენტებმა პრაქტიკულ სამუშაო გარემოში შეძლონ სასწავლო პროცესის განახლება.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლებასთან ერთად სამინისტრო დაიწყებს მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესს, რათა თავად დარწმუნდეს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა მიმდინარეობს უსაფრთხოების ყველა არსებული ნორმის გათვალისწინებით.

ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე საკითხებზეც გაიმართა მსჯელობა. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში რეფორმის ფარგლებში სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა  და ამ ეტაპზე, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად  მიმდინარეობს სიახლეების დანერგვისა და ამოქმედების პროცესი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე