ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ევროპული კვლევების საბჭოს ორგანიზებით, ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი – Starting Grants გამოცხადდა და მისი ბიუჯეტი 619 მლნ ევროს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამწყებ მკვლევრებს, რომელთაც დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 2-7 წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გამოცდილება აქვთ. კვლევის სფეროები შეზღუდული არ არის.

განაცხადების მიღება 2020 წლის 25 თებერვლიდან, 2021 წლის 8 აპრილის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის ნახვა საგრანტო განაცხადის წარდგენის პროცედურის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, გრანტის მოცულობის, შერჩევის კრიტერიუმებისა და გრანტის მიღების პირობების შესახებ შესაძლებელია ბმულზე:
https://erc.europa.eu/funding/starting-grants;

Horizon Europe-ის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/IP_21_685.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა აპლიკანტებს Horizon 2020-თან ასოცირებული ყველა ქვეყნიდან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს Horizon Europe-ის პროგრამასთან ასოცირების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის გასაზრდელად აქტიური მზადება მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზნით საქართველოს 8 უნივერსიტეტში კეთილმოეწყო ევროპული სივრცეები, რომლებსაც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების მისიას შეასრულებენ.

Horizon Europe-ის მასშტაბური საგრანტო დაფინანსება მიმართული იქნება საქართველოში კვლევითი ცენტრებისა და მეცნიერების განვითარებისაკენ და საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე