ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ოკუპაციის 100 წელი

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ოკუპაციის თემაზე მოსწავლეებმა მოაწყვეს ნახატების გამოფენა,  პრეზენტაციებით გაიხსენეს მარო მაყაშვილის, გიორგი კვინიტაძის, გიორგი მაზნიაშვილისა და სხვათა თავდადების ამბები. შექმნეს ესეები, მოისმინეს  ლექციები საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, გაიხსენეს 1921 წლის ოკუპაციიდან დღემდე პერიოდი, ისაუბრეს კოჯრის მისადგომებთან დაღუპულ იუნკრებზე, მოსწავლეებმა შექმნეს 19 წლის მოწყალების დის – მარო  მაყაშვილის დღიურის ანალოგი.

მოსწავლეებმა მოიძიეს ფოტო და აუდიომასალა ოკუპაციასთან დაკავშირებით, სკოლის სივრცეეში მოეწყო გამოფენა მოსწავლეთა მიერ შექმნილი გაზეთებით, ილუსტრაციებით, წერილებით, მონიტორებზე უწყვეტად გადიოდა 1921 წლის 25 თებერვალთან დაკავშირებული დოკუმენტური კინოკადრები.

კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მიზანია მოსწავლეებმა გაითავისონ ისტორიული რეალობა, რაც საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება. აღნიშნული კვირეული სკოლებში ყოველწლიურად იმართება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე