ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თეონა არახამია - უფროსი სპეციალური მასწავლებელი

თეონა არახამია:  „როდესაც მოსწავლესთან შედეგს ვაღწევ, მაშინ ვხვდები, რომ პროფესიის არჩევაში არ შევმცდარვარ. ეს შედეგი ღირდა გადალახულ სირთულეებად.“

თეონა არახამიას გამოცდილებით, პირველ რიგში, აუცილებელია განავითარო გარემო და ხელი შეუწყო ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. იგი  მუდმივად გეგმავს აქტივობებს სკოლაში როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა ჩართულობით. თითოეული მოსწავლის საჭიროების მიხედვით, თეონა უამრავ რესურსს იყენებს და ხშირად თავადაც ქმნის, რაც მუშაობას უფრო მრავალფეროვანს, სახალისოსა და შედეგიანს ხდის.

თეონა არახამია ქალაქ თბილისის 84-ე საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ასწავლის. მას შემდეგ, რაც განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა, იგი უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა და 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს იღებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე