ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2021 წლის მარტში საქართველოში ფრანკოფონიის თვე აღინიშნება

ყოველწლიურად ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაული მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით აღინიშნება.

წელს ღონისძიებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადისა და ბელგიის საელჩოების მხარდაჭერითა და საქართველოს სკოლებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით გაიმართება.

ფრანკოფონია 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფრანკოფონიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ძირითადად ონლაინ ფორმატში ჩატარდება. წელს საქართველოში ფრანკოფონიის თვის ოფიციალური სლოგანია: „ფრანგული ენა - ენა, რომელიც გვაახლოებს“. ამავე თემაზე დაგეგმილია ონლაინ კონფერენციის ჩატარება, კამპუს ფრანსის ეგიდით გაიმართება განათლების გამოფენა „აირჩიე სწავლა საფრანგეთში“, მოეწყობა ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენებები, გაიცემა გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის, შედგება ქართულ ენაზე ნათარგმნი ფრანგულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაცია და სხვა. ფრანკოფონია 2021-ის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემა.

ღონისძიებებს ქუთაისი, ბათუმი და საგარეჯო (პატარძეული) უმასპინძლებს.

ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაული მთელ მსოფლიოში, ტრადიციულად, ყოველი წლის 20 მარტს აღინიშნება. მთელი თვის განმავლობაში იმართება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები ფრანგულ ენაზე ან ფრანგულ ენასთან დაკავშირებით. საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში 2004 წლიდან არის გაწევრიანებული დამკვირვებელი წევრის სტატუსით. ხოლო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოში ჩართულია ექვსი ქართული უნივერსიტეტი.

ფრანკოფონია 2021-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://institutfrancais.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე