ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შშმ და სსსმ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით ახალ პროექტი შეიქმნა

12 მარტიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით, ახალი პროექტი შექმნა, რომლის ფარგლებშიც „მშობლის სკივრის“ პორტალზე პირდაპირი ჩართვების სერია დაიწყება.

ონლაინ რეჟიმში საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, მულტიდისიციპლინური გუნდის  წევრებიც გაუზიარებენ და ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. საუბარი ადაპტირდება ჟესტურ ენაზეც. საჯარო საუბრები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სკოლებში ინკლუზიური განათლების რეგულაცია, რესურს-ოთახის, რესურს-სკოლებისა და ინტეგრირებული კლასების ფუნქციონირება, ბაღიდან სკოლაში ტრანზიცია, მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება გაკვეთილის დაგეგმვისას და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩართვების მიმდინარეობისას მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, ღიად დაუსვას კითხვა მოწვეულ სტუმარს და ამომწურავი პასუხი მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებზე.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიასთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე