ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციასა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს (ICDC) შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ და  ცენტრის პრეზიდენტმა მაკა კუკავამ მოაწერეს ხელი.

მხარეთა ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული განათლების სისტემის განვითარებასა და მის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, ასევე, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელებას და საზოგადოებაში პროფესიული განათლების მიმართ ცნობიერების ამაღლებას.

მემორანდუმის მიზანია პროფესიული განათლების ხარისხის განვითარება და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის პარტნიორობისა და პროფესიული განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად შეიქმნება პლატფორმა – TVET HOME, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო-კერძო დიალოგის ხელშეწყობასა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული სტუდენტების დასაქმების, თვითდასაქმების, პროფესიული თუ პიროვნული განვითარების ხელშეწყობას. პროფესიული განათლებისა და კონკრეტული პროფესიების პოპულარიზაციას, ასევე, პროფესიულ ორიენტაციასა და კარიერულ დაგეგმვას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე