ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ევროკავშირის Erasmus+ sport პროგრამის პირველი გრანტი მოიპოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ევროკავშირის საგრანტო პროგრამის Erasmus+ sport პროგრამის მიმართულებით გრანტი  პირველად მოიპოვა. პროექტის სახელწოდებაა „IntegriSport Next” და იგი კოლაბორაციული პარტნიორობის ფორმატში განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს სპორტული შეჯირების მანიპულაციებთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე არსებული სისტემების შეფასებას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიონალთა კვალიფიკაციის გაზრდას, რათა გაუმჯობესდეს სპორტული შეჯიბრებების გარიგებასთან დაკავშირებული საქმეების შესწავლის ეფექტურობა და ქვეყნებში არსებული რეაგირების მექანიზმები.

პროექტი, ორგანიზაცია CSSF Foundation for Sport Integrity-ის კოორდინაციით, ორ ფაზად, 2021-2022 წლებში განხორციელდება და მოიცავს გარიგებულ თამაშებსა და სპორტული შეჯირების მანიპულაციებთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს: სპორტული ფსონების რეგულირება, გარიგებული თამაშების სამართლებრივი და სპორტული რეგულირების სისტემები, ეროვნულ დონეზე კოორდინირებული ბრძოლის საფუძვლები, საგანმანათლებლო სისტემა და პრევენციის მექანიზმები. პროექტი შესაძლებლობას აძლევს პარტნიორ სახელმწიფოებს, ჩაატარონ ერთობლივი კვლევა, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გამართონ ერთობლივი შეხვედრები სამართალდამცავი ორგანოების, სპორტული ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეებისა და სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, ასევე, გაზიარებულ იქნას სხვა სახელმწიფოთა გამოცდილება და გაღრმავდეს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

საქართველოსთან ერთად, პროექტი განხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: ფინეთი, ესტონეთი, შვედეთი, მალტა და კვიპროსი.  ასევე, პროექტის პარტნიორები არიან: გლობალური ლატარეის მონიტორინგის სისტემა (GLMS), ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (KU Lueven) და მხარდამჭერი ორგანიზაციის სახით - პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია (Fédération Internationale des Footballeurs Professionnelles, Division Europe, FIFPro).

https://cscfsport.com/integrisportnext/

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე