ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალვანში კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე ახალი სახელოსნო შენდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მოქმედ კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასწავლო სახელოსნოს აშენებს. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და უახლოეს მომავალში დასრულდება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სახელოსნოში ახმეტის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის – კერამიკული ნაწარმის სპეციალისტები მომზადდებიან. სახელოსნო შესაძლებლობას მისცემს კოლეჯს, გაზარდოს პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა. აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი დარგთაშორისი კავშირების განვითარებას  უწყობს ხელს (მევენახეობა/მეღვინეობაში –  ქვევრის წარმოება,  ტურიზმში – სუვენირების დამზადება) და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლს ზრდის.

კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სახელოსნოს მშენებლობის პროცესს გაეცნო და  მომავალი კერამიკოსების  ნამუშევრები დაათვალიერა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე