ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი მონიტორინგის მიზნით თბილისის 118-ე და 208-ე საჯარო სკოლებს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი N118 და N208 საჯარო სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლების მიერ შემუშავებულ სანიტარულ ნორმებს გაეცნო და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია თავად სკოლების დირექტორებისგან მოისმინა.

მიუხედავად იმისა, რომ N118 სკოლაში 1230, ხოლო N208-ე 892 მოსწავლე ირიცხება, ორივე მათგანში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია  სრულფასოვნად არის დაცული. სკოლები აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, ხოლო მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზედმიწევნით იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

უსაფრთხოების მიზნით, სკოლებში სანიტარიის დასაცავად გამკაცრებულია საზედამხედველო კონტროლი. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება.

სამინისტროს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის მიზნით სკოლებში მონიტორინგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. როგორც მინისტრის, ასევე მინისტრის მოადგილეების მხრიდან კვლავ აქტიურად გაკონტროლდება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე