ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალზე სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში, რომლის მთავარ მიზანს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე ქვეყნების მიერ განათლების უწყვეტობისა და ტრანსფორმაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების გაზიარება წარმოადგენდა.

მინისტერიალი UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ გახსნა და აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყების დღიდან გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ  ხელი შეუწყო პოლიტიკურ დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას, რითაც ქვეყნებს გამოწვევების დასაძლევად დიდი დახმარება გაუწია.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ Covid-19-ით გამოწვეული კრიზისი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა თითქმის ყველა სახელმწიფოსთვის და, ამავდროულად, უბიძგა განათლების სისტემებს, დაენერგათ ინოვაციური მიდგომები, გამოეყენებინათ თანამედროვე ტექნოლოგიები. კრიზისმა ასევე თვალნათლივ დაგვანახა გლობალური თანამშრომლობის აუცილებლობა და მნიშვნელობა.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ კრიზისის მართვის პროცესში საქართველოს განათლების სისტემამ წარმატებით შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტაცია და დისტანციურ ფორმატში გადასვლა. დაჩქარებულ რეჟიმში შეიქმნა მრავალფეროვანი ონლაინ რესურსები. აღსანიშნავია პირველ არხთან თანამშრომლობით დაწყებული საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, სადაც გაკვეთილები ეთნიკური უმცირესობების ენებზეც ტარდება. ყველა გაკვეთილი ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო პროცესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია განათლების ციფრულ ტრანსფორმაციაზე და, ზოგადად, ტექნოლოგიის მზარდ როლზე. ახალგაზრდებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, საქართველოს სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს კორპორაცია Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამის “Minecraft Education Edition” დანერგვის პროცესი, რაც სრულად პასუხობს თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ძალისხმევა და წარმატება დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში აღიარებს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები 98 ქვეყანას შორის საუკეთესო მაგალითად დაასახელა. საქართველოს საპასუხო ზომებს ასევე მაღალი შეფასება მისცეს კორპორაცია Microsoft-მა და UNICEF-მა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით. მისი თქმით, COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ დააჩქარა ცვლილებები, შექმნა ახალი დღის წესრიგი და განათლების სისტემას მისცა ბიძგი, გაზარდოს ICT-ის გამოყენება სწავლების პროცესში, დანერგოს მეტი ინოვაცია და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც განათლებას გაცილებით ინკლუზიურს გახდის.

UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე