ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პანდემიის პერიოდში პროფესიული განათლების მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები შეჯამდა

ტურიზმის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების პროექტის ფარგლებში, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით „საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება პანდემიის პერიოდში და სამომავლო ტენდეციები“. შეხვედრაზე განვლილი პერიოდი შეჯამდა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დროს სხავადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პროფესიული განათლების სფეროში გადადგმული ნაბიჯები გაანალიზდა და მომავალი სამოქმედო გეგმა დაისახა.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, პროგრამის  "კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში (GIZ)“  დირექტორმა ჰანს-იურგენ კასენსმა, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ, კერძო სექტორის, კოლეჯების, დონორი და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე