ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიმიტრი კარაბალის უმასპინძლა და მასთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს – თუ რა ნაბიჯები გადაიდგა Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა არსებული ეპიდვითარების შესანარჩუნებლად.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობა უმაღლესი განათლების მიმართულებით და ერთობლივი აკადემიური პროგრამების დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის “Horizon Europe”. მინისტრის თქმით, შესაძლებელია საბერძნეთის სამეცნიერო წრეებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტების წარდგენა და განხორციელება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე