ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უნივერსიტეტებში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი კურსები დაინერგება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“  Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) -  ფარგლებში, ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად, სპეცმასწავლებლებისთვის ახალი კურსები მომზადდა.

ახალი კურსები მომავალი მასწავლებლების აკადემიურ მომზადებაზეა ორიენტირებული. კერძოდ, სასწავლო პროგრამა დაეხმარება მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.

აღნიშნული კურსების პრეზენტაცია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მიიღო.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით უმაღლესის საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტებში მსგავსი პროგრამების დანერგვა აუცილებელია, რადგან ამ გზით მომავალი მასწავლებლები გაივლიან მაღალკვალიფიციურ სასწავლო პროგრამას და უფრო მომზადებული შეხვდებიან იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც შეიძლება სწავლა-სწავლების პროცესში აღმოჩნდნენ.

ახალი კურსების განხორციელება პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში დაიწყება. კერძოდ, მომავალ მასწავლებლებს კურსების გავლის შესაძლებლობა შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექნებათ:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე