ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისის კოლეჯ „იბერიას“ პროფესიული სტუდენტები განახლებულ გარემოში ისწავლიან

ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა. პროფესიული სტუდენტები განახლებულ აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში გააგრძელებენ სწავლას. კოლეჯი 700 სტუდენტზეა გათვლილი და ყველა ასაკის მსურველი შეძლებს დაეუფლოს სასურველ პროფესიას ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურებებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე. კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.

კოლეჯის გახსნის ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა ლომინაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაესწრო.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს და, შესაბამისად, ამ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება. კერძოდ, უმჯობესდება არსებული კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენდება ახალი კოლეჯები, ინერგება მოთხოვნადი პროფესიული პროგრამები და მიმდინარეობს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება-გადამზადება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე