ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიმართვა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

„2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამ დღის დაწესება აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ყველას შევუქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები, უზრუნველვყოთ განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე იქნება მორგებული.

სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება „ინკლუზიური სწავლების პროგრამა“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ინტეგრირებული კლასების მოდელის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციისთვის სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს, ვინც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე ზრუნავს.

მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საქართველოში ინკლუზიური განათლების წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევას“.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე