ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენით სამუშაოებში პროფესიული სტუდენტები მონაწილეობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც დუალური პროგრამის სტუდენტებსა და მათ პროფესიულ მასწავლებლებს შეხვდა და პროგრამის შესახებ მათი შეფასებები მოისმინა. 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან ერთად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია დეკორატიული მებაღეობის დუალურ პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამის პროფესიული სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ბოტანიკური ბაღის აღდგენით სამუშაოებში. შესაბამისად, შეხვედრისას მხარეებმა პროგრამის ეფექტურობაზე ისაუბრეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც შედეგიანი იქნება როგორც უნივერსიტეტის, სტუდენტისა და ბოტანიკური ბაღისთვის, ისე ქალაქისთვის.

დეკორატიული მებაღეობის პროგრამის ფარგლებში, დუალური სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტები თეორიული სწავლების კურსს უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან, ხოლო პრაქტიკულ კომპონენტს ბაღში ეუფლებიან და უნიკალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენდა. პარკში ოთხმოცამდე სახეობის მცენარეა თავმოყრილი და ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბოტანიკურ კომპლექსს წარმოადგენს. ბაღი მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საფუძველზე, 2019 წელს გაიხსნა და მაშინვე დაიწყო უნივერსიტეტთან ერთად დუალური პროგრამების განხორციელება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე