ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების თანამედროვე სტანდარტების სახელოსნო შენდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს. სახელოსნო კოლეჯ „ლაკადას“ პრაქტიკული სასწავლო ბაზა იქნება, სადაც ძირითადად მოხდება მდინარე ენგურის მიერ ჩამოტანილი ხე-ტყის მასალის გადამუშავება და მიზნობრივად გამოყენება. პროექტის ღირებულება შვიდასი ათასი ლარია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სახელოსნოს მშენებლობის პროცესი მოინახულა და პარტნიორებთან ერთად მისი შემდგომი განვითარების გეგმები დასახა.

სოფელი ფოცხო ეწერი დე-ფაქტო საზღვრის მომიჯნავე ტერიტორიაზე, ენგურჰესის მიმდებარედ მდებარეობს და ძირითადად დასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, რომელთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ფოცხო ეწერში სახელოსნოს ფუნქციონირება დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ დაეუფლონ ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას რეგიონში და დასაქმდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე