ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დასავლეთ საქართველოში მალე ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება.

განახლებული, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი მსურველებს ძირითადად, სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 600 000 ლარია.

იმერეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კოლეჯში მიმდინარე სამუშაოებს.

მინისტრის მოადგილემ რეაბილიტაციისას გასათვალისწინებელ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯიხაიშის კოლეჯი უნდა იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად, სადაც თანამედროვე პროფესიული განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის როგორც იმერეთის რეგიონიდან, ისე მთელი საქართველოდან.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციის, პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესში სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის დაქვემდებარებაშიც დაწესებულება 2016 წლიდან არის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე