ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პანდემიის პირობებში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით მსჯელობა გაიმართა

მსოფლიო პანდემიის პირობებში სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და კერძო სექტორი გაერთიანდა. გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივითა და ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კვლევა „პანდემიის გავლენა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვაზე“, რომლის მიზანს ამ მიმართულებით შექმნილი გამოწვევების იდენტიფიცირება წარმოადგენდა.  

კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ჩატარებულ სემინარზე „COVID-19-ის გავლენა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამუშაოზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებზე“ გაიმართა, რომელში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

სემინარის ფარგლებში მხარეებმა კვლევის შედეგები ერთობლივად განიხილეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. თამარ ქიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს ერთობლივი ძალისხმევისათვის და პანდემიის დროს პროფესიული განათლების სისტემის გამართული მუშაობისათვის დამატებითი რესურსების მობილიზაციისათვის.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნაწილობრივ ონლაინ სივრცეში გამართულ სემინარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე