ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას თბილისში განახლებული ოფისი აქვს

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 750 ათას ლარამდე ღირებულების სარემონტო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. ამ ეტაპზე ოფისის ინვენტარით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა  კოსტავას №47/57-ში მდებარე ოფისი პირადად მოინახულა და ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ახალგაზრდებმა მინისტრის მოადგილეს თავიანთი სამეცნიერო საქმიანობა გააცნეს და არსებული საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. თავის მხრივ, ნუნუ მიცკევიჩმა ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის “Space”-ის მიმართულების საგრანტო კონკურსებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოეთის კვლევით ცენტრებთან ერთად ერთობლივი პროექტების მომზადება და მასშტაბური საგრანტო დაფინანსების მოპოვება აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას მნიშვნელოვნად გააძლიერებს და გაზრდის მისი ინტერნაციონალიზაციის ხარისხს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასტრონომიის დარგის განვითარების ხელშეწყობისა და მოზარდებში მისი პოპულარიზაციის გზებიც განიხილეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე