ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თბილისის 144-ე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ტესტირება მეხუთედ ჩატარდა

თბილისის  144-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს კოვიდ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირება უკვე მეხუთედ ჩაუტარდათ.

გეგმიური ტესტირება გაიარა სკოლის 50-მა თანამშრომელმა და მანდატურის სამსახურის ორმა წარმომადგენელმა.

აქამდე ჩატარებული ტესტირებების შედეგად,  სკოლაში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვის  შედეგია. აღსანიშნავია, რომ ყველა სკოლა უზრუნველყოფილია კოვიდის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო სადეზინფექციო ხსნარებითა და ინვენტარით.

სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ პრევენციის მიზნით ტარდება. სამინისტროს მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ  ბავშვებმა სემესტრი სასკოლო გარემოში უსაფრთხოდ დაასრულონ. სწორედ ამიტომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში,  სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ. საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდით დისტანციურ სწავლებაზე ცალკეული კლასები ან მთლიანად სკოლა გადადის. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე