ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს:

„დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს - დედაენის დღეს აღვნიშნავთ.

42 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა  წინ აღუდგა  ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის განზრახვას საბჭოთა კავშირის მხრიდან. მოსახლეობის მასობრივმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ შეგვინარჩუნა სახელმწიფო ენა, რაც მართლაც უდიდესი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენაა.

გამოვხატავ დიდ პატივისცემას და მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ოთხი ათეული წლის წინ, უდიდესი რისკის ფასად, დაიცვა და მომავალ თაობებს შეუნარჩუნა მშობლიური ენა - მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, უნიკალური ქართული ენა.

ქართულ ენაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ვინაიდან მშობლიური ენა არის არა მხოლოდ ენა, რომელზეც ვმეტყველებთ და ვურთიერთობთ, არამედ მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია.“ 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე