ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე საინფორმაციო კამპანიის შედეგები შეჯამდა

საინფორმაციო კამპანიის პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში მოხალისე ახალგაზრდები თავიანთ თანატოლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სრულ ინფორმაციას აწვდიან იმ შესაძლებლობებზე, რასაც მათ სახელმწიფო  პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით სთავაზობს.

პროექტს სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაეროს ასოციაციასა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და თავის გამოსვლაში იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე სთავაზობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და ეხმარება მათ სახელმწიფო ენის შესწავლაში, პროფესიულ გადამზადებასა და სამოქალაქო ინტეგრაციაში.

პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა (USAID/Georgia) ადამ შმიდტმა,  „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ შალვა ტაბატაძემ და პროექტში მონაწილე მოხალისეებმა.

ღონისძიების ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის განმახორციელებელ ახალგაზრდა მოხალისეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.   

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე