ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და, ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.

წელს კონკურსს ახალი კატეგორიები დაემატა და გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ხუთ კატეგორიაში გამოავლენს: წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, წლის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი და წლის პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, ასევე პროფესიულ განათლებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება და მათი დაინტერესება, შეიძინონ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარები და აიმაღლონ კვალიფიკაცია დასაქმების მიზნით.

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ფონდის ვებგვერდზე www.millennium.org.ge. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 28 მაისი. გამარჯვებულთა ვინაობა პროფესიული განათლების ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე