ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა

ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკური ოლიმპიადას (EGMO 2021) წელს საქართველომ უმასპინძლა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში დისტანციურად ჩატარებულ ოლიმპიადაში, რომელშიც 54 ქვეყნის 213 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა ოლიმპიადის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ასეთ ცნობილ და პრესტიჟულ ოლიმპიადაში საკუთარი ძალების მოსინჯვა და გამარჯვების მოპოვება უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მინდა გულითადად მივულოცო ოლიმპიადის გამარჯვებულებს და მონაწილეებს. თქვენი შესაძლებლობები მართლაც გამორჩეულია. აუცილებლად გააგრძელეთ საყვარელ საგანში უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი წარმატება გელით საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და კონკურსებში,“ – მიმართა მიხეილ ჩხენკელმა ოლიმპიადის მონაწილეებს.

მინისტრის თქმით, საამაყოა, რომ ამ ოლიმპიადაში 2016 წლიდან საქართველოს გოგონათა ნაკრებიც იღებს მონაწილეობას და საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო უფლება, წელს ამ მნიშვნელოვანი ოლიმპიადისთვის ემასპინძლა.

მიუხედავად პანდემიისა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით შეძლო მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილე 54 ქვეყანა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია EGMO-ს ისტორიაში. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ოლიმპიადაზე ორი გუნდის რვა წევრით იყო წარმოდგენილი. ოლიმპიადის მონაწილე გოგონებიდან თხუთმეტმა ოქროს, ოცდასამმა – ვერცხლის, ხოლო ოცდათხუთმეტმა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე