ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეგვიძლია ერთმანეთს ვუსახსოვროთ“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას წიგნის დღეს ულოცავს და კამპანიაში #აჩუქეწიგნი ჩართვისკენ მოუწოდებს:

„მოხარული ვარ, რომ  საქართველოში თითქმის 20 წელია წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ  ეს დღე მსოფლიო ლიტერატურის გენიოსებს უკავშირდება.  იუნესკოს მიერ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 1995 წელს გამოცხადდა და ის 1996 წლის 23 აპრილიდან აღინიშნება.

საქართველოში ეს დღე წიგნის ჩუქების დღედაც დაწესდა, რაც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის შესანიშნავი ინიციატივაა. წიგნი ხომ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეგვიძლია ერთმანეთს ვუსახსოვროთ. დარწმუნებული ვარ, ნაჩუქარი წიგნი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე განსაკუთრებული სახსოვარია.

ჩემი თხოვნაა, ჩაერთოთ კამპანიაში #აჩუქეწიგნი,  თქვენთვის ძვირფას ადამიანებს გაუკეთეთ სასიამოვნო საჩუქარი და აუმაღლეთ მოტივაცია, რომ იკითხონ მათთვის საყვარელი წიგნები.“

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე