ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სავალდებულო ტესტირება თბილისის 32-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს და პერსონალს ჩაუტარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მასწავლებელთა სისტემური სავალდებულო ტესტირება თბილისსა და რეგიონებში შეუფერხებლად გრძელდება. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტესტირება ამჯერად თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს.

სახელმწიფოს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი ტესტირების პროცესი სკოლაში უკვე მეხუთედ ჩატარდა, რის შედეგადაც კოვიდინფექცია მხოლოდ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. სკოლამ დროულად შეძლო რეაგირება, დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი კლასები, რის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული Covid-19-ის შიდა გავრცელება.

თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში, სადაც 2000-მდე მოსწავლე იღებს განათლებას, მთელი სასკოლო საზოგადოების – სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების – ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სასწავლო სემესტრის სასკოლო სივრცეში დასრულება შეძლონ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე