ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021“ დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და, ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.

კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, ასევე პროფესიულ განათლებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება და მათი დაინტერესება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა კერძო და საჯარო პროფესიულ სასწავლებელს, ასევე, მათ სტუდენტებსა და მასწავლებლებს.

კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა. აქვე წარმოდგენილი იყო ვრცელი პრეზენტაცია კონკურსის პირობებთან, ეტაპებთან და შედეგებთან დაკავშირებით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოსთვის განაცხადის წარდგენა (www.millennium.org.ge) 2021 წლის 28 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი. გამარჯვებულთა ვინაობა პროფესიული განათლების ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე