ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებმა ახალი სასერტიფიკატო პროგრამების დანერგვის შესახებ პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს

გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების ტრენინგისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზაცია“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც აგროდუო და მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს შეეხებოდა სოფლის მეურნეობაში, პროცესში ჩართულმა მხარეებმა, სფეროს ექსპერტებმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დარგში უნარების განვითარების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია პროფესიულ განათლებაში და მასზე მოთხოვნა  დღითიდღე იზრდება. ამ პროცესს ხელს უწყობს გაეროს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ახალი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, იმისათვის, რომ შეთავაზებული კურსები დარგის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, საჭიროა მეტი თანამშრომლობა და ძალების გაერთიანება.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გაეროს პროექტის მნიშვნელობას, რომელიც  პროფესიული უნარების კუთხით ერთმანეთთან აკავშირებს პროფესიულ სასწავლებლებს, დამსაქმებლებსა და შესაბამის ასოციაციებს. შედეგად, აგროდუოს მეშვეობით შეიქმნა მუდმივმოქმედი თანამშრომლობის ქსელი, რაც კიდევ უფრო განავითარებს ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას – სოფლის მეურნეობას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე