ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის პერსონალის Covid-19-ზე ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

ქვეყანაში გაზრდილი კოვიდ-სტატისტიკის ფონზე, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ინტენსიური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, რიგით მეექვსე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდა თბილისის 137-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებს – მასწავლებლებს, მანდატურებს, დირექტორს, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. ტესტირების პროცესს სამედიცინო ცენტრი „ციტო“  უზრუნველყოფს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად სკოლაში დღეის მდგომარეობით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი კლასი არ იმყოფება და ადგილზე მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით ინფიცირების შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ სკოლებში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ 2021 სასწავლო წელი მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში დაასრულონ.  

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე