ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქრისტინე გელბახიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

„საყვარელ საქმეში ცდილობ მთელი გული და ენერგია ჩადო. მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა და პროფესიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღემდე არ შემიწყვეტია“, - ამბობს თბილისის №60 საჯარო სკოლის სპეციალური პედაგოგი ქრისტინე გელბახიძე, რომელიც შესაბამისი სამაგისტრო განათლების საფუძველზე 2021 წლიდან უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა.

ქრისტინე გელბახიძე მუდამ ისეთ პროფესიაზე ოცნებობდა, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა, სიამოვნებით გააკეთებდა საქმეს და ამასთანავე, ადამიანებს სარგებელს მოუტანდა.

„შემთხვევით ისეთ პრეზენტაციაზე მოვხვდი, სადაც საუბარი იყო ინკლუზიური განათლების საბაკალავრო პროგრამაზე. ამ პროფესიის არსებობის შესახებ პირველად იქ შევიტყვე. იმ პერიოდში ეს არ იყო ცნობადი პროფესია და ძალიან ცოტა აბიტურიენტი ირჩევდა. ბევრმა, ისევე როგორც მე, საერთოდ არაფერი იცოდა მის შესახებ. მალე გავაცნობიერე, რომ სწორედ ეს იყო პროფესია, რომელსაც სიამოვნებით ვისწავლიდი და შემდეგ, მუშაობისას, მთელს ჩემს ენერგიას, ცოდნასა და შრომას ჩავდებდი“, - ამბობს მასწავლებელი, რომელმაც ინკლუზიური განათლების საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა და დღეს სკოლის მოსწავლეებთან მუშაობაში ენერგიას არ იშურებს.

ქრისტინე გელბახიძე მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში ონლაინსწავლების კუთხით ინკლუზიური განათლება მარტივი არ არის არც მოსწავლეებისთვის, არც მასწავლებლებისთვის და არც მშობლებისთვის.

„სწავლების ეს რეჟიმი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. მასწავლებლები დავდექით უამრავი გამოწვევის წინაშე: როგორ დაგვეგეგმა საგაკვეთილო პროცესი, როგორ ჩაგვერთო მოსწავლე, როგორ გვემუშავა ინდივიდუალურად მოსწავლესთან, როგორ მოგვეხერხებინა მოსწავლის ეკრანთან გაჩერება და კიდევ უამრავი გამოწვევა. თუმცა მოსწავლეზე ინდივიდუალური მიდგომითა და გუნდური მუშაობით, რომელშიც იგულისხმება მოსწავლე, მშობელი, საგნის მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებელი და სკოლის დირექცია, ერთად გადავჭერით სირთულეები“, – ამბობს პედაგოგი და აცხადებს, რომ თუ შენი საქმე გიყვარს, მასში მთელ გულსა და ენერგიას დებ. საქმისადმი ერთგულება, სიყვარული და თავდაუზოგავი შრომა კი შედეგს ყოველთვის იძლევა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე