ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად გრძელდება

უქმეების პარალელურად სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად გრძელდება.

კოვიდინფიცირების თავიდან ასაცილებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია დღეს იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს ჩაუტარდათ, რომლებიც არა მხოლოდ კოლეგებს, არამედ მოსწავლეთა მშობლებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ.

მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაცია დღეს ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ სკოლებში ვირუსით ინფიცირების რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდეს. შესაბამისად, ნაკლები იქნება სკოლებისა და კლასების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევები.

საგულისხმოა, რომ დასვენების დღეების მიუხედავად, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ინტენსიური ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ერთდროულად პედაგოგთა ვაქცინაცია და ტესტირება კი იძლევა გარანტიას, რომ მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულებას სკოლის შენობებში უსაფრთხოდ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. აცრის მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე.  თუმცა ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზადაა მსურველებს პორტალზე დარეგისტრირებაში  დაეხმაროს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე