ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლები სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზადყოფნაშია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება.

როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სწავლის დასაწყებად არაერთი ღონისძიება გატარდა. სკოლაში დაბრუნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით განახლდა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტესტირება, ხოლო შენობებს ჩაუტარდა დეზინფექცია. ამასთანავე, თბილისსა და რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.

კოვიდინფიცირებულთა გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ. კერძოდ,  ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სრულფასოვნად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. თითოეული სკოლა აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით და გაძლიერებულია სკოლაში უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი.

სწავლის განახლებასთან ერთად, სამინისტროს მხრიდან საზედამხედველო კონტროლი კვლავ გამკაცრდება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი.

როგორც უქმეებამდე, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე - https://online.emis.ge

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე