ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ გამართულ მსოფლიო ონლაინ კონფერენციაში სახელწოდებით: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

კონფერენცია, რომლის მთავარი თემა კლიმატური პირობები და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება გახლდათ, UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ გახსნა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა და მოსახლეობა მთელ მსოფლიოში ამ მიმართულებით აწყდება. Covid-19-ის პანდემიამ კი საზოგადოებებში არსებული გამოწვევები კიდევ უფრო მეტად გამოავლინა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა კლიმატის კრიზისის ფონზე განათლების როლზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ცოდნა კლიმატის კრიზისის შესახებ სამეცნიერო კვლევებს უნდა ემყარებოდეს. განათლების მნიშვნელობის გააზრებას მდგრადი განვითარების მძლავრ ბერკეტად Covid-19-ის პანდემიამაც შეუწყო ხელი, რომელიც გასცდა ჯანმრთელობის კრიზისის საზღვრებს და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) სრულად მოარგო ეროვნულ საჭიროებებს. შესაბამისად, 2030 წლის გლობალური დღის წესრიგი საქართველოს საშინაო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.

მიხეილ ჩხენკელი: „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავის საქმიანობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად ახორციელებს. ეს ყოველივე კი ემსახურება უმთავრეს მიზანს, უზრუნველყოს მოსწავლეებსა და სტუდენტებში ისეთი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი საზოგადოების განვითარებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გაზრდის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეებს, წაახალისებს სამეცნიერო კვლევებს, რათა გავიგოთ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები და შედეგები და ცოდნის საფუძველზე დავძლიოთ გამოწვევები“.

მინისტრმა ჯანმრთელობის კრიზისი უზარმაზარი მასშტაბიდან გამომდინარე  სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ თუკი პანდემიას განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას, გავხდებით უფრო ძლიერები და ინოვაციურები და დავაჩქარებთ განათლების პროგრესს, მეცნიერების განვითარებას. მისი თქმით, სწორედ ჯანმრთელი პლანეტა გვაძლევს საშუალებას, ვისარგებლოთ ადამიანის ძირითადი უფლებებით.

UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტმა, ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და UNESCO-ს წარმომადგენლებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებმა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე