ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით მსჯავრდებულები სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლებიან

კიდევ ერთი ახალი პროექტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის – №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით  გადამზადდებიან. პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში  ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის.

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი გაეცნენ. მინისტრის მოადგილეები სწავლების მონაწილეებს გაესაუბრნენ და პატიმრების მიერ დამზადებული ტყავისა და ხის ნივთები, აგრეთვე სამკერვალოში დამზადებული სხვა ნამუშევრები დაათვალიერეს.

პატიმართა გადამზადების პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. პროცესში მონაწილეობენ კოლეჯი „იბერია“, „იკაროსი“, „მოდუსი“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. №16 დაწესებულებაში არსებული სასწავლო ოთახები კი სპეციალური პენიტენციური  სამსახურის ხელშეწყობითა და დახმარებით მოეწყო და აღიჭურვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე