ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს რიგით მერვე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ

უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციისა მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში  მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა  ტესტირება აქტიურად გრძელდება.

ინფექციური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს რიგით მერვე გაფართოებული  ტესტირება თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს ჩაუტარეს.

პრევენციული ღონისძიებების შედეგად თბილისის 58-ე საჯარო სკოლაში აქამდე დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გრძელდება.

სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ქვეყნის მასშტაბით გეგმის მიხედვით, შემუშავებული პროტოკოლის ფარგლებში მიმდინარეობს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე