ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯის „კონსტრუქტ2“ განვითარებისთვის პარტნიორობა გაღრმავდება

ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კოლეჯის მიღწეული შედეგები შეაჯამებს და მისი განვითარების გზებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან, კომპანია „BK Construction“-ის დამფუძნებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მიიღო.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა „კონსტრუქტ2“-ის როლი და მნიშვნელობა რეგიონისა და, ზოგადად, სამშენებლო დარგის განვითარებაში. პარტნიორებმა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე სამშენებლო პროფესიების პოპულარიზაციაზე იმსჯელეს და სამომავლო პრიორიტეტებიც დასახეს.

სტუმრები პროფესიულ სტუდენტებს შეხვდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ. თანადამფუძნებლებმა და რეგიონის წარმომადგენლებმა კოლეჯის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და მის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.

კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის ერთობლივი წარმატებული პროექტია. კოლეჯი ახორციელებს როგორც საკვალიფიკაციო, ასევე მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს. კოლეჯში სწავლება მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებას. წარმატებულ კურსდამთავრებულებს m² და მისი შვილობილი კომპანია „BK Construction“  საკუთარ მშენებლობებზე ასაქმებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე