ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!

დღევანდელ დღეს, უპირველეს ყოვლისა, პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

26 მაისი ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც თავისუფლების იდეალის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. 1918 და 1991 წლების მოვლენები და სწრაფვა დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის მაგალითია იმისა, როგორ გავაგრძელოთ მტკიცედ სვლა დემოკრატიული განვითრებისაკენ ცოდნაზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელად.

მსურს, მადლიერება გამოვხატო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისადმი. ფასდაუდებელია მათი თანადგომა და მხარდაჭერა“.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე