ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების რიგით მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განათლების რიგით მე-11 საერთაშორისო გამოფენა – 2021 გაიხსნა, რომელიც 27-28 მაისს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

მსურველებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, დისტანციურად ჩაერთონ ღონისძიებაში სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის მეშვეობით: https://educationfair.ge/. სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელების მსურველები გაეცნობიან როგორც უნივერსიტეტების, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებს. ამასთან, ისინი ინფორმაციას მიიღებენ სტიპენდიების მოპოვებისა და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ.

გამოფენის გახსნის ცერემონია გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და თამარ ქიტიაშვილმა მიიღეს.

ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ახალგაზრდების ინფორმირების კუთხით განათლების საერთაშორისო გამოფენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისოდ აღიარებული, მათ შორის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET), პროგრამები. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია  გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი: ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+, DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები და ა.შ.

თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების მიმართულებით  პროგრამების მრავალფეროვან არჩევანზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის, ზრდასრულებისთვის, რომელთაც სახელმწიფო მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამებს სთავაზობს. მისი თქმით, ბოლო წლებში განვითარდა სასწავლო კურიკულუმების ხარისხი. შედეგად, დღეს პროფესიული განათლების სისტემა მსურველებს სთავაზობს ევროპული სტანდარტების, გაუმჯობესებულ პროფესიულ პროგრამებს, რომლის განხორციელებაშიც, საჯარო სექტორთან ერთად, აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორიც, რაც დასაქმების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენა 16 ქვეყნის 113 მონაწილეს უმასპინძლებს. მათ შორის, საქართველოს, საფრანგეთის, ესპანეთის, ლატვიის, ნიდერლანდების, გერმანიის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, იტალიის, თურქეთის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვას, საბერძნეთის, უნგრეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებს.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება პარალელური ღონისძიებები, საჯარო ლექციებისა და პრეზენტაციების სახით.

განათლების საერთაშორისო გამოფენა გამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მის მთავარ მიზანს საქართველოში საგანმანათლებლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე