ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბერნარ უტიე, ქეთევან ასათიანი, რუსუდან კობახიძე და ლეხ კონჩაკი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგი ქართველოლოგი ბერნარ უტიე,  საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი  ქეთევან ასათიანი, ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე და თბილისში პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი დააჯილდოვა. ორბელიანების სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი ბერნარ უტიე დაჯილდოვდა ოქროს საწმისის ორდენით ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევაში, ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის.

ქეთევან ასათიანი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით საქართველოს ეროვნული არქივის ფონდების მეცნიერული კვლევისა და საზოგადოებისათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

რუსუდან კობახიძე დაჯილდოვდა ღირსების მედლით ქართული ემიგრაციის ისტორიული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის საარქივო მასალის შეგროვების, დაცვისა და კვლევის საქმეში, ქართული ემიგრაციის მუზეუმის დაარსებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ლეხ კონჩაკის კი – ოქროს საწმისის ორდენით საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებასა და კულტურულ დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისათვის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე