ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„დღეს მსოფლიოში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. მინდა ყველა ბავშვს და ასევე მათ მშობლებს მივულოცო ეს დღე, ვუსურვო ოცნებების ასრულება და ბედნიერი მომავალი!

ბავშვები ჩვენი უპირველესი საზრუნავია. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, შევუქმნათ მათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი.

ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა. უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში გაზრდილი, განათლებული მომავალი თაობა უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში და ქვეყნის სწორ განვითარებაში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა.

გასულ წელს და დღესაც ბავშვთა საერთაშორისო დღეს კორონავირუსის პანდემიის გამო განსაკუთრებულ პირობებში ვხვდებით. უპრეცედენტო გამოწვევების პერიოდში ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ, რათა ბავშვებს ჰქონოდათ განათლების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა. ამ კონტექსტში მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მასწავლებლების ძალისხმევა და კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბავშვთა კეთილდღეობისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებმა ისწავლონ უსაფრთხო, მშვიდობიან და პოზიტიურ გარემოში, ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა“.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე