ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო.  

კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაც, ერთი მხრივ, დანაშაულის დროულ გამოვლენას და, მეორე მხრივ, მასზე ეფექტიან რეაგირებასა და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას შეუწყობს ხელს.

სასტუმრო „რუმსში“ კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე თემატური კლიპისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე – ეკატერინე დგებუაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ – ერიკ ილესმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა – ლელა ბაქრაძემ.

ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის კუთხით განათლებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საინფორმაციო კამპანია, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება,  თბილისსა და რეგიონებში არაერთი სოციალური და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

კამპანიის გახსნით ღონისძიებას ასევე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში ტარდება. მისი მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაცია „არბაითერ - სამარიტერ - ბუნდი“ (ASB) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე