ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასწავლო წლის დასრულებამდე სკოლებში მონიტორინგი და მასწავლებელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება

2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე სკოლებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი და Covid-19-ზე მასწავლებელთა  ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის სკოლებში პერსონალის სავალდებულო ტესტირებასა და მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პირადად გაეცნო და მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები ადგილზე შეაფასა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მშვიდ, უსაფრთხო გარემოში გრძელდება. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს და მოსწავლეებმა სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაასრულონ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებში თანამშრომელთა რიგით მე-9 სავალდებულო ტესტირება ტარდება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც  PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის  გამოყენებით უტარდებათ. ამასთან, სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე