ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის შესახებ ონლაინ ღონისძიებები გაიმართა

პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და სხვადასხვა პროფესიების შესახებ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით, სკოლებში სახალისო და შემეცნებითი ონლაინ ღონისძიებები გაიმართა.

აქტივობებში ჩართული იყო 40 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 800 მოსწავლე, რომლებიც სხვადასხვა პროფესიების სპეციფიკას, კოლეჯების სასწავლო პროცესსა და კომპანიების მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. ამასთან, მოზარდებს მათთვის საინტერესო პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და  აღნიშნული პროფესიით მომუშავე სპეციალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ.

ღონისძიებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თანამშრომლობით გაიმართა. მოსწავლეებისთვის ონლაინ აქტივობების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული კომპანია „გუდვილის“  სასწავლო ცენტრი და კოლეჯები – „იკაროსი“ და „ჰორიზონტი“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და მისი პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის  (BWMV e.V.) ერთობლივი პროექტის – „პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტი  გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 2017 წლიდან ხორციელდება და მის მთავარ მიზანს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობისა და პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის ზრდა წარმოადგენს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე